დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, კომისიის წევრებს მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის შესახებ პროექტი წარუდგინა.
როგორც ჩივიაშვილმა განმარტა, პროექტის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, იგი საშუალოდ 160 ბენეფიციარზეა გათვალისწინებული და მასში მონაწილეობას რამოდენიმე ორგანიზაცია იღებს.
კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და ასევე შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო.ლტპ“ უზრუნველყოფენ მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიუსაფარ პირთა დროებითი თავშესაფრისთვის აუცილებელი საშეშე ხე–ტყის მასალის მიწოდებას.
ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისი“ ახორციელებს მათ უზრუნვეყოფას ორჯერადი კვებით დღის მანძილზე, საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთებით და ადმინისტრაციულ კონტროლსა და სანიტარულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.
შპს „ქურთას საავადმყოფო“ , უზრუნველყოფს მიუსაფარ პირებს პირველადი სამედიცინო (ამბოლატორიული) დახმარებით, რაც გულისხმობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის ფარგლებში და ეპიდემიის პრევენციის მიზნით მწვავე ინფექციური, პარაზიტული და სხვა დაავადებების იდენტიფიცირებას.
ასევე, მიუსაფარ პირთა პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას, მათ სტაციონარში გადაყვანას საჭიროების შემთხვევაში და ექიმის, ექთნისა და სანიტრის მორიგეობას ადგილზე.
სს „მაცნე“ კი, უზრუნველყოფს ჯიხურების გამოყოფას კარვების ტერიტორიაზე განსალაგებლად.
სხდომაზე მერიის წარმომადგენლებმა დეპუტატებს თბილისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის ოთხი ახალი პროგრამა და მათი განხორციელების წესებიც წარუდგინეს.
კერძოდ, ონკოპრევენციის, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემოლოგიური კონტროლის დაფინანსებისა და ასევე ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამები, ასევე მათი განხორციელების გზები და საშუალებები.
პროექტის მიზანია დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანი განხორციელება და შესაბამისად პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის სათანადო დახმარების გაწევა.
კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა და კომისიის დანარჩენმა წევრებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები დაუსვევს.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი სანიკიძემ დეპუტატების შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს და აღნიშნეს, რომ დაგეგმილი სამუშაოები კანონით დადგენილ ვადაში განხორციელდება.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი ორივე პროექტი დადებითი რეკომედაციით შეაფასეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023