11 თებერვალი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ავადობის პრევენციასა და ჯანსაღი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს.
ინიციატივის მთავარ პრიორიტეტს თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ავადობის პრევენცია და მათი ჯანსაღი განვითარებისთვის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მიდგომების დანერგვა წარმოადგენს.
ავადობის პრევენციის სტრატეგიის შექმნის პროცესში სპეციალისტები, ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
პრეზენტაციაზე აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით რეკომენდაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ხერხეულიძემ წარადგინა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდა საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, მისი მოადგილე ნინო ბურძენიძე, ასევე თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი ესწრებოდნენ.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ავადობის პრევენციის სტრატეგიული დოკუმენტის უახლოეს მომავალში შექმნისა და აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით კომპლექსური რეფორმები განხორციელდა, კერძოდ, როგორიცაა- ბაღებში ჯგუფების განტვირთვა, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სრულფასოვანი კვების რაციონის დანერგვა, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატის დამატება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ყურადღება ბაგა-ბაღებში სამედიცინო პერსონალის როლზე გაამახვილა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის, ასევე ბავშვთა დასწრების მონაცემების მონიტორინგისა და ანალიზის მნიშვნელობზე ისაუბრა.
სხდომაზე წარმოდგენილი რეკომენდაციები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის მერიას გადაეგზავნებათ, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
გიორგი ტყემალაძე: „თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება“
მარტი 20,2024