22 დეკემბერი 2014 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიუსაფართა დროებითი თავშესაფარის გათბობის მიზნით შეშის შესყიდვის შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი სანიკიძემ წარმოადგინა.
როგორც საკრებულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, მიუსაფარ ადამიანებს ზამთრის პერიოდში ორმაგად სჭირდებათ დახმარება და საკრებულოთბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ დაცულად იგრძნონ თავი.
გიორგი სანიკიძემ დეპუტატებს სამომავლო გეგმები გააცნო და მიუსაფართა თავშესაფრის იმ პროექტზე ისაუბრა, რომელზეც თბილისის მერიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.