დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა კომისიაში განსახილველად შესული პროექტების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტების განხილვა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მათი გათვალისწინებით და ამასთან, ბიუჯეტის მართებულად ფორმირების მიზნითაა განპირობებული.
პროექტები, რომლებიც კომისიის წევრებს სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააცნეს, რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა.
კერძოდ, ააიპ „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის“ წარმომადგენლებმა დეპუტატებს აქტიური ფსიქიატრიული მკურნალობის პროგრამა წარუდგინეს, რომელიც სოციალურად საშიში ქცევების შემცირებას, სუიციდისა და დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნასა და დროულ რეაგირებას ისახავს მიზანდ.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე ბავშვთა და მოზარდთა კრიზისული ინტერვენციის პროგრამის თაობაზე იმსჯელეს, რომელიც ემოციური და ქცევითი აშლილობების მქონე 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ამბოლატორიულ მომსახურებას გულისხმობს.
მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული სერვისის მიწოდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელდება, რომლის შემადგენლობაც დარგის სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. ამავე თემატიკის პროექტები, დეპუტატებს ასევე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „მწვანე სახლი“ და საქართველოს ფსიქოლოგიური დახმარების ასოციაციის „ნდობა“ წარმომადგენლებმა გააცნეს.
დღესვე, სხდომაზე სამედიცინო და სოციალური ხასიათის პროექტები „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციების „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ და „ბავშვთა და დედათა უფლებათა უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმაც წარადგინეს.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენილი პროექტების შესახებ, კომისია შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად დამატებით იმსჯელებს, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
სხდომას დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, თბილისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი სოფო ასპანიძე ესწრებოდა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023