თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებაში ცვლილება განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
როგორც გელა ჩივიაშვილმა განმარტა, პროექტის თანახმად, ცვლილება შედის წესის მე–3 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კრიტერიუმებში. კერძოდ, წესის მე–3 მუხლს ემატება ჩანაწერი და მიეთითება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უწყვეტად რეგისტრაციის ფაქტი გულისხმობს მათ შორის ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირს ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში.
ასევე, დაკონკრეტდა პირის/ოჯახის უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისათვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის ე.წ. საანგარიშო პერიოდი და განიმარტა, რომ პირის/ოჯახის შემოსავლების დათვლის, საზღვრის კვეთის,დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) გადახდის წესით დადგენილი ვადების ათვლის წერტილი შეადგენს კომისიის მიერ პირის/ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიების მომენტს.
ამავე წესში ცვლილების თანახმადაც, ოჯახის მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი განმეორებით არ განიხილება მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში.
წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტში გათვალისწინებული ცვლილებით კი, ის ოჯახები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდებიან საცხოვრისით, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფართან“ ხელშეკრულებას ნაცვლას 2 წლის ვადისა, 3 წლის ვადით გააფორმებენ.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023