თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ჯანმრთელი ქალაქების ქსელში თბილისის გაწევრიანებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ევროპის ჯანმრთელი ქალაქების ქსელში თბილისის გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შევსებისას, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერის წერილი უნდა წარედგინოს. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრებს ევროპის ჯანმრთელი ქალაქების ქსელში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების მიზნით, მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, ამ მიზნით, 2021 წლის 16 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯანმრთელი ქალაქების ქსელში გაწევრიანება ნიშნავს, უფრო მეტად ჯანსაღ, სუფთა, ადამიანებზე მორგებულ ქალაქს. ჯანმრთელი ქალაქების ევროპული ქსელის განვითარების პროცესი აქტიურად და მძლავრად მიმდინარეობს და ევროპული ქალაქებისთვის, რომლებიც თანაბარხელმისაწვდომი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მუშაობენ, ინსპირაციისა და სწავლის პლატფორმაა.
თბილისის ჯანმრთელი ქალაქების ევროპულ ქსელში გაწევრიანების ინიციატივა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს ეკუთვნის, რომელიც 2020 წლის დეკემბერში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023