თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა მიმართულებით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ფინანსდება 144 160, 7 ათასი ლარით, ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 27 160 600 ლარი და სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 117 000 100 ლარი.
გარდა ამისა, დღესვე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84-64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხიც განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა ნათია ვერძაძემ წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე ზურაბ ჩიკვილაძემ აღინიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება და გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობით და გარანტირებული სოციალური დახმარებით.
მათ შორის: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და დახმარება, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და სხვა მოქალაქეებზე სოციალური დახმარებები და სხვადასხვა შეღავათები და ა.შ.
ამასთან, თბილისის რაიონის გამგეობების მიერ გაგრძელდება რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერა. მათ შორის: მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება.
თბილისის მოსახლეობისთვის ასევე გრძელდება მნიშვნელოვანი და აქტუალური ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდების პროგრამები: დაავადებათა სკრინინგის ფარგლებში გამოკვლევების, გაფანტული სკლეროზისა და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, ტრანსპლანტაციის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების და სხვა.
კომისიის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის დაფინანსება იზრდება 1 514 600 ლარით და შეადგენს 7 383 000 ლარს. აღნიშნული ქვეპროგრამით 1729 ბავშვი ისარგებლებს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023