თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის მიმწოდებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასოციაციის წევრებთან და ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
თბილისის საკრებულოში, გამართულ სამუშაო შეხვედრას, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრები და მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის შინაარსის შეცვლაზე და თვრამეტი წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციართათვის სერვისების შექმნასა და მიწოდებაზე იმსჯელეს, რაც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა სოციალიზაციის და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდის გარანტიაა.
სამუშაო შეხვედრაზე მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ქვეყნის მასშტაბით, თვრამეტ წლის ზემოთ პროგრამის საერთო სტანდარტის მეთოდოლოგიის შემუშავების აუცილებლობასა და არსებულ მუნიციპალურ ქვეპროგრამაზე, თვრამეტი წლის ასაკის ზემოთ სერვისების მიბმისა ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, დასაქმების და პროფესიული განათლების მიმართულებით, ახალი პროგრამის შემუშავებაზე ისაუბრა, რომელიც აუტიზმის მქონე მოზარდების პროფესიული უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით კი უმნიშვნელოვანესია, რომ არსებული სერვისების მიღმა არც ერთი ბავშვი და მოზარდი არ დარჩეს.
„არსებული აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამა 18 წლამდე ასაკის მოზარდთა დაფინანსებას მოიცავს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არცერთი ბავშვი, მოზარდი და საჭიროების მქონე პირი არ დარჩეს არსებული სერვისების მიღმა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე, მისი ბიუჯეტი 500 ათასი ლარიდან თითქმის 6 მლნ ლარამდე გაიზარდა. თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული, რომელთაც ორი ცენტრი ემსახურებოდა. დღეისთვის კი პროგრამაში რვა შესაბამისი დაწესებულებაა ჩართული და კომპლექსური თერაპიის კურსების გავლის შესაძლებლობა 1375 ბავშვს აქვს. დასაწყისში პროგრამაში ჩართვა 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს შეეძლოთ, 2020 წლიდან კი მათი ასაკი 18 წლამდე გაიზარდა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023