თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს.
სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის ქვეპროგრამის „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების განხორციელების წესში”. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ამჟამად ფინანსდება მედიკამენტი პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ერთად, რომელსაც აქვს მხოლოდ ინტრავენური ფორმით მიღების შესაძლებლობა. წარმოდგენილი პროექტით კი მას ემატება მედიკამენტი „ფესგო“, რომელიც თავისი შემადგენლობით იგივეა რაც პერტუზუმაბი+ტრასტუზუმაბი ერთად, იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული მედიკამენტის მიღების ფორმა კანქვეშ შეყვანაა. ამ ცვლილებით, ბენეფიციარს საშუალება ეძლევა თავად აირჩიოს რომელი ფორმით მიიღებს მედიკამენტს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023