14 ივლისი 2020 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №51-104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. ცვლილებების საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე, საკითხის განხილვის ფარგლებში, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს და გამგეობის წარმომადგენელსაც მოუსმინეს, რომელბმაც საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილებების ფარგლებში თბილისის სხვა და სხვა რაიონებში მოქმედი პროგრამებისა და ქვეპროგრამების ასიგნებების ფარგლებში სოციალურ (დახმარების) ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.