29 იანვარი 2019
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის ანგარიში მოისმინეს.
2018 წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებით 27 პროექტი განხორციელდა. სხდომაზე სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციართა რაოდენობისა და მათი დაფინანსების შესახებ სრული ანგარიში წარმოადგინეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე 2018 წელს დამატებული სერვისებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ გასული მარტიდან სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების პროგრამა ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა.