თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა, „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილება განიხილეს.
ცვლილება კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. ცვლილების თანახმად, საკრებულოს დადგენილებას „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი ემატება. წესი 18-დან 21 წლამდე იმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების განხორციელების პირობებს განსაზღვრავს, რომლებმაც სრულწლოვანების მიღწევის გამო, თბილისში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლები დატოვეს, საჭიროებენ საცხოვრისს, თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ.
ქვეპროგრამის ფარგლებში, აღნიშნული მომსახურებების დაფინანსება არამატერიალიზებული ფორმით - ვაუჩერის მეშვეობით განხორციელდება, რომლის ღირებულება თვეში 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული დაფინანსების მიღება სრულწლოვანების მიღწევიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023