03 აპრილი 2020
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს.
დღესვე სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მ,ოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ დეპუტატებს დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს N51-104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი გააცნო და თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.