საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინეს.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდების მნიშვნელოვანი და აქტუალური პროგრამები 2021 წელსაც გრძელდება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულია 164 376,9 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში, ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 20 019,3 ათასი ლარი. მათ შორის, გათვალისწინებულია და გრძელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, დაავადებათა სკრინინგის ფარგლებში გამოკვლევების და ტრანსპლანტაციის დაფინანსება.
სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი გათვალისწინებულია 144 357,7 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში გრძელდება ქვეპროგრამები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაცია, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, უფასო სასადილოებით მომსახურება რაიონებში.
სხდომაზევე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ იმ თანხებზეც ისაუბრეს, რომლებიც დანგრეული სახლების მცხოვრებთა საკომპენსაციოდ და საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მეტროთი და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურებისათვის არის გამოყოფილი.
კომისიის წევრებმა, ბიუჯეტში გაწერილ სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამასა და სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ უფასო სასადილოებით მომსახურება მომდევნო წლის ბიუჯეტში კვლავინდებურად გათვალისწინებულია.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023