თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წწ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
როგორც თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ აღინიშნა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანი თბილისის ინკლუზიური განვითარება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბრად მონაწილეობის უზრუნველყოფაა.
ამასთანავე, სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია კონცეპტუალური ხედვა, პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებები და დასახულია კონკრეტული, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ღონისძიებები.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გელა ჩივიაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ცვლილება შედის „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში”, კერძოდ კი, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კონკრეტდება მედიკამენტების დოზები და განფასება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023