თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა 2018 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 189 მლნ.539,5 ათასი ლარით განისაზღვრა, ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებული პრიორიტეტებისთვის კი 47 მლნ. 694 ათასი ლარია გამოყოფილი.
კერძოდ: დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამას ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, ხოლო ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამას ღვიძლის ტრანპლანტაციის კომპონენტი დაემატა. წარმოდგენილი ქვეპროგრამა ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მოიცავს.
ამასთანავე, გრძელდება ,,ც’’ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამებიც, ხოლო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია გაზრდილი ოდენობით არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება სოციალური დახმარებების ღონისძიებების პროგრამებს, ამ მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 31 მლნ. 994,9 ათასი ლარი, აქედან სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებისთვის კი 18 მლნ. 500 ათასი ლარია გათვალისწინებული.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დეპუტატები ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023