თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცებაზე იმსჯელეს.
პროექტი კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ციალა ჯელაძემ და პროექტის იურისტმა თენგიზ თევზაძემ წარუდგინეს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მერიის წარმომადგენლებს პროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს.
პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური განახორციელებს და მისი ძირითადი პრიორიტეტები შშმ პირებში კულტურულ – შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება, ასევე შშმ პირთა განათლების და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა და მათთვის სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებებით უზრუნველყოფა იქნება.
დეპუტატებმა აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელების წესი ერთხმად დაამტკიცეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023