05 ივლისი 2019
თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ და კომისიის წევრებმა, 2018 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელებისა და მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
სამუშაო შეხვედრა თბილისის საკრებულოში დღეს გაიმართა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, კომისიის წევრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე პროგრამის ფუნქციონირების შესახებ ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ქვეპროგრამის შემადგენელ კომპონენტებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე იმსჯელეს საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.