დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლებიც საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა წარუდგინა.
კერძოდ, ახალი რედაქციის თანახმად, ამიერიდან გადაუდებელი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას, სამსახურის უფროსის წარდგინებით უშუალოდ თბილისის მერი მიიღებს, რაც ბევრად გაამარტივებს აღნიშნულ პროცედურას.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ წესში შესატანი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განიხილეს.
სხდომაზე განხილულ საკითხებს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.