დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი წარუდგინა.
კერძოდ, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლემა ნინო კაკულიამ საკრებულოს წევრებს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის პროგრამა და მისი განხორციელების წესში შესატანი ცვლილება გააცნო.
წარმოდგენილი ცვლილება C ჰეპატიტით დაავადებულ, დიაგნოსტიკის პროგრამში ჩართული ბენეფიციარებისთვის წესით დადგენილი მომსახურების ღირებულების 60%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის კი სრულად დაფინანსებას გულისხმობს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.