თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ინიციატივით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ფრაქციის წევრების, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისა და კერძო კომპანიების შემოწირული თანხით 19 სახეობის გადაუდებელი, პირველადი საჭიროების მედიკამენტი შეიძინეს. აღნიშნული მედიკამენტების სია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უკრაინის წითელმა ჯვარმა მიაწოდა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შერჩევაც სწორედ მოთხოვნის მიხედვით მოხდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა და უკრაინის მოქალაქეებს თანადგომა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
„უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი მხრიდან დახმარებას და მხარდაჭერას ვაგრძელებთ. დღეს, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქცია გაიმართა, სადაც ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების, საკრებულოს თანამშრომლების და რამდენიმე კერძო კომპანიის შემოწირული თანხით შეძენილი პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადავეცით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც აღნიშნული ტვირთის უკრაინაში ჩატანას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერასა და თანადგომას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თბილისის საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ გაფორმებული მემორანდუმის თანახმად უკრაინის წითელი ჯვრისთვის პირველადი საჭიროების მედიკამენტების მიწოდებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უზრუნველყოფს.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სოლიდარობისა და დახმარების აქციები თბილისის საკრებულოს მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები უწყვეტად ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ სისხლის დონაცია, დღეს კი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, აპარატის თანამშრომლები, ჩვენს მეგობრებთან ერთად, წითელი ჯვრის დახმარებით უკრაინაში ყველაზე საჭირო მედიკამენტებს ვგზავნით“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
პირველადი საჭიროების მედიკამენტების გაგზავნის აქციაში მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და აქციაში მონაწილე კომპანიების შპს გუმბათი ჰოლდინგი +, შპს ჯსჯ გრუპი და შპს ოცნების სახლის წარმომადგენლებმა მიიღეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023