თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, უანგარო დონორობის კამპანიის ფარგლებში სისხლი ჩააბარა.
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ უსაფრთხო სისხლი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მისივე თქმით, საქართველოში, ყოველ წელიწადს ათასობით ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი სისხლის ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა მარაგის შევსება, რეგულარული დონაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.
„სისხლის უანგარო დონაცია, ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლის გადარჩენის გზაა. ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანების რიცხვის გაზრდა, ვინც სისხლს დაინტერესების გარეშე გასცემს, გაზრდის როგორც უსაფრთხო სისხლის მარაგს, ასევე ხელს შეუწყობს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რამეთუ უანგარო დონორი, ყველაზე ჯანმრთელ ადამიანად მიიჩნევა.
უმნიშვნელოვანესია, უანგარო დონორობით ათასობით ადამიანთა შორის, ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა. მე ვიზიარებ, წლევანდელი კამპანიის გზავნილს „გაიღე სისხლი უანგაროდ, შეუნარჩუნე გულისცემა სამყაროს“ გაიზიარეთ თქვენც“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023