30 მაისი 2018
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართული ღონისძიება, კამპანია - „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული აქცია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს.
კამპანიის მიზანს, სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობა, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
პრესკონფერენციაზე დაანონსდა სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. აქტივობა მოწოდებაა, რათა საზოგადოების ჩართულობით მოხდეს დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.