30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N5-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
ცვლილებები ხორციელდება 2026 წლის 1 იანვრისათვის თბილისის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ნაწილის 273 860,1 ათასი ლარის (მათ შორის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში 2025 წელს ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხული ნაშთი - 2 095,6 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 420,1 ათასი ლარით და 2 506 978,3 ათას ლარს შეადგენს.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების წინადადებები დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ.
აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები გადანაწილდა სხვადასხვა პროგრამებზე/ ქვეპროგრამებზე, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით იზრდება: დაავადებათა სკრინინგის დაფინანსება – 3 მილიონი ლარით, რომელიც ითვალისწინებს ფილტვის კიბოს სკრინინგს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება – 385 ათასი ლარით, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში – 190,5 ათასი ლარით, უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში – 294 ათასი ლარით, უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში – 241,7 ათასი ლარით, სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობა – 821,1 ათასი ლარით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები – 2 000 ლარით, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა – 915,4 ათასი ლარით.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026
საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026