26 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა „თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებები წარადგინა.
პროექტის თანახმად, მტკიცდება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
კერძოდ, „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ და „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, სადაც ჩნდება ახალი ჩანაწერი ქვეპროგრამით მოსარგებლეთა მშობლებთან დაკავშირებით. კერძოდ, ამიერიდან მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება თავად შეაფასებს მშობელთა ჩართულობის საჭიროებასა და ინტენსივობას სეანსების მიმდინარეობის პროცესში.
ასევე მტკიცდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესები: „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“, ქვეპროგრამის განხორციელების წესი,“ „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, სადაც ფულადი დახმარება განისაზღვრება 10000 ლარის ოდენობით, „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი სადაც შედის ცვლილება და ქვეპროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ თვეში დახმარების ოდენობა ნაცვლად 400 ლარისა, შეადგენს 500 ლარს , „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი “იზრდება ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა, კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარება გაიცემა, ჯამურად, წელიწადში 1050 ლარის ოდენობით. ფულადი დახმარება გაიცემა სამ ნაწილად, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 350 ლარის ოდენობით. „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“, თვეში ერთ მოსარგებლე პირზე (მოსწავლეზე) დაფინანსების ოდენობა ნაცვლად არაუმეტეს 40 ლარისა, შეადგენს არაუმეტეს 50 ლარს, „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ , სადაც ერთ მოსარგებლე პირზე ( მოსწავლეზე) დაფინანსების ოდენობა ქვეპროგრამის ფარგლებში შეადგენს 50 ლარს.
„უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“, „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, დადგენილების პროექტის მიხედვით, იცვლება წესის მე-11 მუხლით დადგენილი წლის ვაუჩერის ღირებულებები ბენეფიციართა კატეგორიების მიხედვით. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე I კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის ვაუჩერის ღირებულება განისაზღვრება - 850 ლარით, ნაცვლად 662 ლარისა. ასევე გაზრდილია, II და III კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის ვაუჩერის ღირებულება.
„სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“.
დღესვე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი წარადგინა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.