თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N35-100 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესსა“ და „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“. კერძოდ, ცვლილებით, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამაში, ზუსტდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორიები და დამატებით V დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარების მეთოდი ინერგება.
რაც შეეხება ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამას, მასში, ტექნიკური ხასიათის ხარვეზი გასწორდა. ცვლილებით, დასაფინანსებლად, საქართველოს ფარგლებს შიგნით რეგისტრირებული მიმწოდებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენასთან ერთად საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მიმწოდებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენაც ხდება შესაძლებელი.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.