საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. პროექტის მიხედვით ცვლილება „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლში შედის და დაფინანსების საკითხს ეხება.
წარმოდგენილი პროექტით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება სრულად მოხდება და პაციენტს თანაგადახდა აღარ მოუწევს. შესაბამისად, თბილისის მერია 70 000 ლარის ნაცვლად ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას 120 000 ლარის ფარგლებში სრულად დააფინანსებს.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც დადგენილი ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. შემდგომ დაფინანსების რაოდენობა 70 000 ლარით განისაზღვრა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება შეადგენდა 120 000 ლარს, აქედან 70 000 ლარს აფინანსებდა თბილისის მერია. პირველი ივლისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია 100%-ით მთელი საქართველოს მასშტაბით დაფინანსდება. შესაბამისად, თბილისის მერიაც აღნიშნულ ოპერაციას 100%-ით დააფინანსებს.
საკითხი კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ანი ჩაგარიძემ წარმოადგინა.
დღესვე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილებაზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
მისი ინფორმაციით, ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის თავდაპირველი პროექტით განსაზღვრული იყო საჭიროების მქონე 8 პირის თანადაფინანსება. ამ ეტაპისათვის ბენეფიციართა ნაწილი დაფინანსებულია 70 000 ლარით, იგეგმება დარჩენილი ბენეფიციარების დაფინანსება 120 000 ლარით. ამასთან, ვინაიდან აღარ იქნება თანაგადახდის საჭიროება, მოსალოდნელია ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაც, რაც იწვევს ბიუჯეტის გაზრდას 990 000 ლარით.
მისი ინფორმაციით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს გადასახდელების ნაწილში არსებული რესურსების გადანაწილების ხარჯზე. ასევე, წარმოდგენილ პროექტში მერიის ზოგიერთი საქალაქო სამსახურის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებებია გათვალისწინებული.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023