თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-9 მუხლში მიმწოდებლის მიერ დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების ჩამონათვალში შედის და ქცევის ანალიტიკოსის კვალიფიკაციას ეხება. კერძოდ, ანალიტიკოსს BCBA დონის საერთაშორისო სერტიფიკატთან ერთად, დამატებით, ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტებული IBA/QBA საერთაშორისო სერტიფიკატის ქონა მოეთხოვება. ცვლილება ასევე ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სერტიფიცირებასა და ფუნქციებსაც ეხება.
სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-121დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესით განსაზღვრულ ბართელის კითხვარის შევსების ღირებულებას ეხება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023