თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
მისი ინფორმაციით, მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, წარმოდგენილი პროექტით ცალ-ცალკეა გაწერილი უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმები. უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველმა პირმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
სამსახურის მიერ განაცხადი იგზავნება „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ რათა დადგინდეს, რომ პირი რეგისტრირებულია თბილისის მუნიციპალიტეტში, არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, არ გააჩნია საბინაო ხარჯების უზრუნველსაყოფად საჭირო შემოსავალი, მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება. ამას გარდა, აუცილებელია, პირი მივიდეს „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“.
მოქმედ წესთან შედარებით, წარმოდგენილ პროექტში კომისიის მიერ უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახისათვის ქულათა მინიჭების სისტემაში მითითებული მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ისათვის 2 ქულის ნაცვლად მითითებულია 3 ქულა. მოქმედ წესთან შედარებით შეცვლილია უსახლკაროდ დარეგისტრირებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურაც.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, უძრავი ქონების შეძენაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს 2022 წლის 15 თებერვლის N22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებაც იმსჯელეს. აღნიშნული საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მარიამ კვერნაძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, საცხოვრებელი ბინის 1 კვ.მ-ის ღირებულება იზრდება და ადრე არსებული 750 აშშ დოლარის ნაცვლად 900 აშშ დოლარს შეადგენს.
საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ასევე დედაქალაქის ბიუჯეტზე იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023