თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს.
საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
წარმოდგენილი პროექტით ცალ-ცალკეა გაწერილი უსახლკარო პირად და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმები. იმისათვის, რომ პირი დარეგისტრირდეს უსახლკაროდ, უნდა იყოს რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში და უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთი ცვლილებით, უსახლკარო ოჯახად რეგისტრირებული ოჯახისათვის ქულათა მინიჭების სისტემაში მითითებული მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ისათვის 2 ქულის ნაცვლად მითითებულია 3 ქულა.
შეცვლილია უსახლკაროდ დარეგისტრირებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცედურა. კერძოდ, უსახლკაროდ რეგისტრირებული და ქულა მინიჭებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება რაიონის გამგეობებს. რიგითობა განისაზღვრება ქულის მიხედვით. ქულათა დამთხვევის შემთხვევაში აღნიშნული რეგულირდება უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების თარიღით, ხოლო თუ თარიღიც იგივეა, აღნიშნული რეგულირდება განაცხადის შემოტანის თარიღით.
ცვლილებით, უსახლკაროდ რეგისტრირებული და ქულა მინიჭებული ოჯახებიდან პირველ რიგში კმაყოფილდებიან 2016-2021 წლებში უსახლკაროს სტატუს მინიჭებული ოჯახები.
წარმოდგენილი პროექტით, ძალადაკარგულად ცხადდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023