თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების თაობაზე იმსჯელეს.
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, შემოსულობების ნაწილში, დღგ-ს 8541,7 ათასი ლარის ზრდით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების 425,7 ათასი ლარის შემცირებით, ზოგიერთი შემოსავლის ფაქტიურად მიღებული ოდენობის მიხედვით გეგმის დაზუსტებით და თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით ხორციელდება. პროექტით ბიუჯეტის ჯამური მოცულობა 1 567 982,6 ათას ლარს შეადგენს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე - მათ შორის , იზრდება დაავადებათა სკრინინგის, ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამების, უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში, რაიონებში სხვა სოციალური ღონისძიებების, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის დაფინანსება.
დღესვე, კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი“ განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 632 132,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 326 714,4 ათასი ლარით.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა მიმართულებით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ფინანსდება 144 160, 7 ათასი ლარით, ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 27 160 600 ლარი და სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 117 000 100 ლარი.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება და გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობით და გარანტირებული სოციალური დახმარებით. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და დახმარება, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და სხვა მოქალაქეებზე სოციალური დახმარებები, სხვადასხვა შეღავათები და ა.შ.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023