თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს და გადასახდელების ნაწილში თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით, ცვლილებების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი, კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის ჯამური მოცულობა რჩება უცვლელი და შეადგენს 1 559 866,6 ათას ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე, მათ შორის: იზრდება - დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები სამგორის რაიონში ქვეპროგრამის ასიგნებები - 231,6 ათასი ლარით, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები მთაწმინდის რაიონში - 30,0 ათასი ლარით, ომის ვეტერანების დახმარება გლდანის რაიონში - 5,4 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები გლდანის რაიონში - 162,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები ნაძალადევის რაიონში - 240,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები დიდუბის რაიონში - 250,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები ჩუღურეთის რაიონში - 180,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები ვაკის რაიონში - 164,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები საბურთალოს რაიონში - 47,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები ისნის რაიონში - 236,9 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები სამგორის რაიონში - 186,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები კრწანისის რაიონში - 230,0 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები მთაწმინდის რაიონში - 370,0 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.