თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
საკითხი, კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს. მისივე თქმით, ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წლის ბოლომდე მისაღები შემოსულობების პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება. წარმოდგენილ პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის შესაბამისად, ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით, წარმოდგენილი ბიუჯეტით იზრდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების, კომუნალური სუბსიდირების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები ჩუღურეთისა და ვაკის რაიონებში, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების ქვეპროგრამების დაფინანსება. ზრდა ჯამში 5 მილიონ ლარამდე აღწევს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023