თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა სულ 1 017,5 ათასი ლარით იზრდება და 1 395 751,0 ათას ლარს შეადგენს. სხდომაზე პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილებულ ასიგნებებზე იმსჯელეს.
ამასთან, ბიუჯეტში ემატება ახალი ქვეპროგრამა - მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, რომელზეც ინფორმაცია კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიაწოდა.
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული საცხოვრისების მომსახურების დაფინანსება არამატერიალიზებული სახის ვაუჩერით. ასევე გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებებით უზრუნველყოფა: ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა,ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო და არაფორმალური განათლების დონის ამაღლება, ბენეფიციარის პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერა. ქვეპროგრამის მოსარგებლედ პირის აღიარების გადაწყვეტილებას იღებს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების 40 სააგენტოს“ რეგიონული საბჭო. ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს თვეში 500 ლარს.
გელა ჩივიაშვილმა კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის“ ქვეპროგრამაში შესულ ცვლილებაზეც ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023