თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორს დავით დოლიძეს მოუსმინეს, რომელმაც სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. სხდომას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.
დავით დოლიძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მიზნით უკვე გატარებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დავით დოლიძის თქმით, სააგენტოს მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-გატარებაა. სააგენტოს ამოცანა კი საჭიროების მქონე ბავშვებისა და ოჯახების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და ზიანის რისკის გამწვავების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი მხარდაჭერის დროულ აღმოჩენაში მდგომარეობს.
სააგენტოს დირექტორმა საკრებულოს წევრებს სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგენტოს 30 სამოქმედო უბანი აქვს გახსნილი, რომლებიც საბავშვო ბაგა-ბაღებშია განთავსებული. სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები კი საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ მომზადებული მოდულის მიხედვით, მასწავლებლის სახლისა და ზემოთაღნიშნული ორგანიზაციის მიერ არიან გადამზადებულნი.
„მათ გავლილი აქვთ პრაქტიკული სამუშაოების სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში. სოციალური მუშაკების მიერ ვიზიტი უკვე 146 210 ოჯახში განხორციელდა“,- განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023