თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილება განიხილეს. საკითხი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, ქვეპროგრამის ბენეფიციარების ლიმიტი იზრდება 175 ერთეულით, შესაბამისად ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 1375 ბენეფიციარის ნაცვლად მიიღებს თვეში არაუმეტეს 1550 ბენეფიციარი.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშსაც მოუსმინეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023