დღეს, თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დამხარების)ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში მოქალაქეთა დამხარების გაცემის წესის შესახებ ცვლილებებზე ისაუბრეს.
საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ წარადგინა, რომლის ინიციატივითაც, ზემოთაღნიშნულ წესში ცვლილების შეტანის თანახმად, გათვალისწინებული დახმარებები, მძიმე დაავადებების მქონე და შეჭირვებული ბენეფიციარებისთვის მოქნილი და მეტად ხელმისაწვდომი გახდება.
სხდომას ესწრებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.
კომისიის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დაფინანსების ცვლილების შესახებ ინფორმაცია დეტალურად განიხილეს და მისი საჭიროების აუცილებლობაზე იმსჯელეს. დაგეგმილ ცვლილებებს კომისიიის მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023