თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი“ განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
მისი ინფორმაციით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 305 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 050 302,5 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 255 115,7 ათასი ლარით, ხოლო 2022 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 105 501,2 ათასი ლარით მეტია.
ლევან მიქავას თქმით, გაზრდილი ფინანსური რესურსისა და პროგრამის - „მეტის სიცოცხლე ყველა უბანში“ გათვალისწინებით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით, ასიგნებები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 176 777,0 ათასი ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში (154 136,0 ათასი ლარი) გაზრდილია 22 641,0 ათასი ლარით, ხოლო პირველ წარდგენილ პროექტთან მიმართებაში - 290,0 ათასი ლარით მეტია. მათ შორის: ქვეპროგრამის - სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობა ასიგნებები 290,0 ათასი ლარით იზრდება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან გარანტირებული სოციალური დახმარებით. მათ შორის: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და დახმარება, სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების ანაზღაურება, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და სხვა მოქალაქეებზე სოციალური დახმარებები და სხვადასხვა შეღავათები და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონის გამგეობების მიერ გაგრძელდება რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერა. მათ შორის: მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე აღნიშნა ასევე, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, მოსახლეობისათვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობებების მიზნით, გაგრძელდება თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდების პროგრამები. მათ შორის: გაფანტული სკლეროზისა და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, დაავადებათა სკრინინგის ფარგლებში გამოკვლევების, ტრანსპლანტაციის დაფინანსება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება და სხვა პროგრამები.
რაც შეეხება სოციალური დაცვის მიმართულებას, ამ მიმართულებით მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები. მათ შორის: მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და სხვა საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება; გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების უზრუნველყოფა, სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარების მოვლა-პატრონობა, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონის გამგეობები თავის მხრივ განახორციელებენ და დააფინანსებენ მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს.
ქვეპროგრამებს შორის განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობის, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება თბილისში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, საპენსიო ასაკის პირთათვის, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მედიკამენტების დაფინანსება, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით, არამატერიალური სახის ვაუჩერით.
სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების, ომის ვეტერანების დახმარების, საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტიბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურების, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენის, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობის, უფასო სასადილოებით მომსახურებისა და ბიუჯეტით გათვალისწინებულ სხვა ქვეპროგრამებს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023