თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. საკითხები დეპუტატებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა, „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 და „მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N6-25 დადგენილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს კანონში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ 2019 წლის 11 დეკემბრის ცვლილების საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები (მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა.
შესაბამისად, №20-81 დადგენილებაში მოხსენებული სოციალური მუშაკები (რომლებზეც ვრცელდება შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი), 2020 წლის 1 თებერვლიდან წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში - თბილისის რაიონულ ცენტრებში დასაქმებულ პირებს, რომელთაც სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცემათ.
ცვლილების მიხედვით, ასევე კორექტირდება სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სახელწოდება და მის ნაცვლად სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო იწერება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023