08 ნოემბერი 2019
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გელა ჩივიაშვილმა კომისიის წევრებს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ის პროგრამები და ქვეპროგრამები გააცნო, რომელთა დაფინანსება, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში არსებული ცვლილებების მიხედვით, იზრდება.
წარმოდგენილი ცვლილებების დეტალური განხილვის შემდეგ, კომისიის წევრებმა საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.