თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების შესახებ იმსჯელეს.
სხდომის დასაწყისში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კომისიის წევრებს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით რამდენიმე პროგრამის შესახებ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნო.
დღესვე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ციალა ჯელაძეს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.