თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა „C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ ცვლილების შესახებ იმსჯელეს, რომელიც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
ცვლილების მიხედვით, 2019 წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, სრულად ფინანსდებიან საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო 2019 წლის 1 აგვისტომდე ჩართულ ბენეფიციარებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ასევე განიხილეს საკითხი თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის დაფინანსების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება ხდება საგარანტიო წერილის ფორმით, რომელიც კლინიკისათვის წარმოადგენს საფუძველს, რომ მომსახურების გაწევის შემთხვევაში მისი ანაზღაურება მოხდება.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023