15 ივნისი 2018
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები განიხილეს
კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით, საქალაქო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურების ქვეპროგრამის ბიუჯეტი იზრდება.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამებზე.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.