დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მეშვიდე მოწვევის შემადგენლობის ფარგლებში, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის პირველ, გაცნობითი ხასიათის სხდომაზე ზურაბ ჩიკვილაძემ კომისიის წევრებს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებს დღეისათვის მოქმედი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე სხდომაზე კომისიის წევრებმა დეტალურად მიმოიხილეს დაავადებათა სკრინინგის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების, ასევე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები. სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო როგორც ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებისა და ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამებს ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით მოქმედი ქვეპროგრამების მიმდინარეობას.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, ამავე კომისიის წევრი ირაკლი ხელაძე აირჩიეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023