თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა, სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5-15 დადგენილებაში ცვლილების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ცვლილება ზემოთაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ რამდენიმე მუხლში შედის. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, იმისათვის რომ მოსარგებლე შესაბამისი მედიკამენტით დაფინანსებულიყო, სიმსივნური კვანძი 2 სანტიმეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო. ახალი რედაქციით კი სიმსიმვნური კვანძი 2 სანტიმეტრისაც რომ იყოს დაფინანსება იმ შემთხვევაშიც მოხდება.
ასევე წესს ემატება ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საჭირო ინექციის შემთხვევაში - რეჟიმის უწყვეტობის დარღვევის დროს (მხოლოდ ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში) თუ ინფუზიებს ან ინექციებს შორის ინტერვალი 6 კვირაზე მეტია, მკურნალობა აღდგება საწყისი დოზით და გაგრძელდება ხელშემწყობი დოზით.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023