დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებს წესის პროექტის ახალი ვერსია, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვის აუცილებლობა სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვითაა განპირობებული.
დეპუტატებმა ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისებით მოსარგებლე პირების ნუსხის თაობაზეც იმსჯელეს.
აღნიშნული ნუსხა, რომელიც გელა ჩივიაშვილმა კომისიის წევრებს წარუდგინა, შემდეგ კატეგორიებს მოიცავდა: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, ამავე ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირები, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეეები, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის სტატუსის მატარებელი პირები და ასევე სხვა პირები, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, კომისიის მსჯელობის შედეგადაც, სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისებით მოსარგებლე პირების ნუსხას ბავშვები დაემატება.
კომისიის წევრებმა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოცულობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023