თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5-15, N5-14 დადგენილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის თანახმად, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-5 და მე-9 მუხლებში ცვლილება შედის. იცვლება მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურა. კერძოდ, ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება არა მიმწოდებელის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი სიის შესაბამისად, არამედ მიმწოდებლის წერილის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელს განცხადებით.
რაც შეეხება სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში შესატან ცვლილებას, ქვეპროგრამით მოსარგებლეების განმარტების მუხლში დაზუსტდა, რომ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირები, რომელთაც აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვთ ქალაქ თბილისში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს. ასევე, მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალიდან ამოღებულია ფორმა №IV-100/ა ვინაიდან პირის ქვეპროგრამაში ჩართვის ეტაპზე ეს დოკუმენტაცია წარმოდგენილია ელექტრონულად.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023