თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა სოფო ასპანიძემ კომისიის წევრებს, მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებსა და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოხსენება წარუდგინა.
სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამებზე მსჯელობისას, განსაკუთრებული ყურადღება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების განხორციელების წესს დაეთმო.
მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა დეპუტატების კითხვებს ამომწურავად უპასუხა, რის შემდეგაც საკითხმა დადებითი რეკომენდაცია მიიღო.
„განვიხილეთ თანადაფინანსების საკითხი, რომელსაც მერია ამ პროგრამას კვლევების დარგში გაუწევს. წესში აღნიშნულია და ჩვენი კომისიაც დაეთანხმა ამას, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ 70 000 ქულაზე ნაკლები, კვლევები სრულად დაუფინანსდებათ.
კვლევის მაქსიმალური ღირებულება 480 ლარია და ეს მაქსიმალურიც კი ყველა ბენეფიციარს დაუფინანსდება.
სხვა ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები მათ კვლევის მხოლოდ 10 % - ის გადახდა მოუწევთ. თანხის მაქსიმალური რაოდენობა კი 48 ლარია, თუმცა ეს შეიძლება იყოს 10-12 ლარიც, იმის მიხედვით კვლევების რა მოცულობა დასჭირდება ბენეფიციარს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა და აღნიშნა, რომ მკაცრად განსაზღვრულია აბების დარიგების წესიც, რომელთა რაოდენობა 28 აბია და მათი ფასი დაახლოებით 18 ათასი აშშ დოლარია.
გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს და იმსჯელეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული.
აღნიშნული წესი ასევე ეხება იმ მოქალაქეებს რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს წარმოდგენილ პროექტებზე თავიანთი წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023