თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსების შესახებ ინიციატივა განიხილეს.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წერილი საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ გააცნო.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და ქმედუუნარობის განვითარება. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით შემცირდეს. ყოველი მეასე ადამიანი რევმატოიდული ართრიტით არის დაავადებული. ამ დაავადებით ქალები სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გამოითქვა სურვილი, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამული დაფინანსება მომავალში განხორციელდეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023