თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა, თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N72-136 დადგენილებაში ცვლილების შეტანა განიხილეს.
აღნიშნული საკითხი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო.
მისი ინფორმაციით, ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესს ეხება. კერძოდ, წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში არაუმეტეს 1230 ბენეფიციარისა ფინანსდება, ცვლილებით კი ბენეფიციარების რაოდენობა 145-ით იზრდება და ახალი ჩანაწერით, თვეში, დაფინანსებისა და კომპლექსური თერაპიის კურსების გავლის შესაძლებლობა 1375 ბენეფიციარს ექნება.
კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ 2015 წლიდან დაიწყო და დღემდე, მისი ბიუჯეტი 10–ჯერ, 500 ათასი ლარიდან 5 მლნ. 200 ათას ლარამდე გაიზარდა. საწყის ეტაპზე არსებული ორი ცენტრი, 325 ბავშვს ემსახურებოდა, დღეს კი ამ პროცესში 7 შესაბამისი დაწესებულებაა ჩართული.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ აღნიშნულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023